Номера

სასტუმრო “მეფე დავითი” გთავაზობთ კომფორტულ ოთახებს, თანამედროვე დიზაინით და ტექნიკური მოწყობილობით. ოთახის დამლაგებელის გამოძახება ხდება თანამედროვე სენსორული პანელის საშუალებით. ოთახი იკეტება პლასტიკური ბარათით რომელიც არა მარტო უსაფრთხო არის მაგრამ ასევე გარანტირებს რომ ოთახში სინათლე ან ელექტრო მოწყობილობა ჩართული დარჩება.
ყოველ ოთახში არის დაფენილი რბილი ნოხის იატაკი. ასევე ყოველ ოთახში არის ცენტრალური გათბობა და კონდიციონირება.

ტანსაცმლის შესანახად ოთახებში დგას დიდი კარადა, ასევე საბუთის უსაფრთხოდ შესანახად ოთახებში არის სეიფი.

ყოველ ოთახს აქვს ცალკე სველი წერტილი სადაც დამსვენებელს ელოდება ხალათი და ტაპოჩკები. ყოველ ოთახში არის თმის საშრობი.

ყველა ჩვენი ოთახი გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს. ჩვენს ოთახებს აქვს ხედი “ბაგრატის ტაძარზე“, სიყვარულის პარკზე და საბაგირო გზაზე, ასევე არსებობს ოთახები მდინარის და მთის ხედით.

ოთახებში სტუმარს შეუძლია ჩაის მოსამზადებელი ხელსაწყო ნახოს. ასევე არის საშუალება ოთახში საკვების 24 საათიანი მიწოდების.
ყოველ ოთახში არის მინი-ბარი მაცივარი.

ოთახებში არის IP-ტელეფონები, ციფრული HD ტელევიზია და მაღალ სიჩქარიანი WiFi. ასევე ოთახებში არის პატარა საწერი მაგიდა.

ჩვენს სასტუმროს აქვს საოჯახო ოთახები. ასეთ ოთახში არის თავისი სამზარეულო და სარეცხი მანქნა.

სასტუმროს შეუძლია მიიღოს ხალხი რომელსაც აქვს შეზღუდული მოძრაობის საშუალება. სასტუმროს წინა მხარეს აქვს სპეციალური ამოსასვლელი ლიფტი, ასევე ცენტრალური ლიფტის საშუალებით შესაძლებელია პირდაპირ პარკინგიდან ნებისმიერ სართულზე ასვლა. ჩვენ დიდი სიამოვნებით მოგაწვდით სპეციალურ ოთახს რომელიც იქნება კომფორტული შეზღუდული მოძრაობის სტუმრისთვის.